გაკვეთილის გეგმა ცისარტყელა. ცისარტყელას ფერები.
ინტეგრირებული გაკვეთილი - I კლასი
პედაგოგის სახელი და გვარი
|
მზია გვილავა
|
სკოლა
|
№I ექსპერიმენტული საჯარო სკოლა
|
სწავლების საფეხური
|
პირველი კლასი
|
ინტეგრირებული საგნების დასახელება
|
ბუნება, მათემატიკა, ქართულ ენა, ისტ.
|
მოსწავლეთა პროფილი
გაკვეთილის მთავარი თემა
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
33 მოსწავლე
ცისარტყელა, ცისარტყელას ფერები.
მიზანი: გავაცნოთ ბავშვებს ცისარტყელას ფერები და მათი თანმიმდევრობა. დაკვირვების, ანალიზის, დამოუკიდებლად მუშაობის, მოქმედებითი (მოტორული) ჩვევების ფორმირების დასაწყისი
მიზანი: უნარ-ჩვევების: ყურადღებიანობის, მოსმენის კულტურის, ზეპირი მეტყველების, აზროვნების განვითარება, სწორი კითხვის დაუფლება, პუნქტუაციური სავარჯიშოს შესრულება და მისი სათანადო ინტონაციით წაკითხვა.
სწრაფი ანგარიშის დაუფლება.
მასწავლებლის მარტივი ინსტრუქციების შესრულება ისტ - ის გამოყენებით. საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე მუშაობა. ციფრულ სახატავ პროგრამაში მუშაობა, შესაბამისი ფერებით ცისარტყელას გამოსახვა.
|
სასწავლო მასალები და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო - „ჩვენი გარემო“, ავტორი: ლია შალვაშვილი. ნეტბუკები, პროექტორი, დაფა, ფერადი ცარცები, სლაიდი ცისარტყელას გამოსახულებით.
|
გაკვეთილის თანმიმდევრობა
|
მოსწავლე წარმოადგენს ამინდის პროგნოზს.
„იშვიათად გვეჩვენება,
საოცარი რამ არის,
წვიმის შემდეგ ცას ეკვრება,
როგორც ჭრელი ქამარი “
ბავშვები ერთხმად გამოიცნობენ გამოცანას (პასუხი - ცისარტყელა)
(მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები აკვირდებიან დაფაზე ან პროექტორზე მოცემულ ცისარტყელას ფერად სურათს.)
(ბავშვები მსჯელობენ და გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას, ზოგი ქამარს ამსგავსებს, ზოგი კი ზონრებს.)
მასწავლებელი აგრძელებს ზრაპრის კითხვას: „ჭიანჭველამ დახატა ცისარტყელა, მაგრამ გაფერადება ვერ შეძლო, რადგან საღებავები არ ჰქონდა. იგი საღებავების სათხოვნელად მიდის სამხატვრო სალონში, სადაც მას ასეთ დავალებას აძლევენ: ერთი წუთის განმავლობაში უნდა შეძლოს 10 მაგალითის ამოხსნა..
მადლიერმა ჭიანჭველამ ამ სიტყვებით გამოხატა აღტაცება..
გაკვეთილის შეჯამება: ამრიგად, რა იყო ჩვენი გაკვეთილის მთავარი თემა?
(ვივარჯიშეთ სწრაფ ანგარიშში,სწორად კითხვაში,სასვენი ნიშნების სწორად გამოყენებასა და წინადადების სათანადო ინტონაციით წაკითხვაში;ვიმუშავეთ ბუკებში.)
|
დანართი: ცისარტყელას სლაიდშოუ, ნეტბუკში გაგზავნილი ფაილი.
კარგი გამოვიდა!!!ყოჩაღ მზია მას.......!!!!!!!!!
ReplyDelete